თურქულ შეკრებაზე - თბილისის "დინამოს" პირველი ეტაპის მეტოქეები ცნობილია » სპორტის ხაზი

თურქულ შეკრებაზე - თბილისის "დინამოს" პირველი ეტაპის მეტოქეები ცნობილია

თურქულ შეკრებაზე - თბილისის "დინამოს" პირველი ეტაპის მეტოქეები ცნობილია
11-01-2023, 15:25
Aa Aa
გაზიარება:

11 იანვრიდან თბილისის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. სეზონის განახლებამდე კი საქართველოს ჩემპიონი თურქულ ბელეკში შეკრებას ორ ეტაპად გაივლის.

პირველი ეტაპი 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ამ პერიოდში დინამოელები სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 15 იანვარს უკრაინული პრემიერლიგის ლიდერ "დნიპრო 1-ს" წინააღმდეგ, 18 იანვარს - პლოვდივის (ბულგარეთი) "ლოკომოტივს შეხვდებიან", ხოლო 22-ში - სერბეთის ჩემპიონ "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდებიან.

მზადების მეორე ეტაპი 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გასტანს. "დინამოს" საიტი ამ ეტაპის მეტოქეთა ვინაობას ახლო მომავალში გვამცნობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი