საოცარი შედეგი - დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა » სპორტის ხაზი

საოცარი შედეგი - დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა

საოცარი შედეგი - დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა
11-01-2023, 15:02
Aa Aa
გაზიარება:

პოპულარულმა კვიპროსულმა საკალათბურთო გამოცემა cyprusbasket-მა სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო კალათბურთელებიც გამოავლინა.

უმთავრესად სტატისტიკასა და სარგებლიანობაზე დაყრდნობით, კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ხუთი საუკეთესო კალათბურთელი დაასახელეს. მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია.

"ანორთოსისის ქართველი ლიდერი გუნდის წარმატების გარანტიაა. მან კვიპროსში გადმოსვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.1 ქულას, 3.9 მოხსნას, 4.3 პასს აგროვებს. სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.6 აქვს." - წერს დუდას შესახებ cyprusbasket - ი.

შეგახსენებთ, რომ სანაძის „ანორთოსისი“ დუდას გადასვლის შემდეგ კიდევ უკეთ ათამაშდა და კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულისთვის იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი