VIDEO: სრული სიგიჟე - 4 პენალტი სევილია ზალცბურგის პირველ ტაიმში » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

VIDEO: სრული სიგიჟე - 4 პენალტი სევილია ზალცბურგის პირველ ტაიმში

VIDEO: სრული სიგიჟე - 4 პენალტი სევილია ზალცბურგის პირველ ტაიმში
14-09-2021, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგა სტარტს უცნაური რეკორდით იღებს, ამ წუთებში რამოს სანჩეს პისხუანზე G ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც "სევილია" და ავსტრიული "ზალცბურგი" უპირისპირდებიან ერთმანეთს.

შეხვედრის ბელარუსმა მთავარმა არბიტრმა, ალექსეი ყურბანოვმა, პირველი ტაიმის 42 წუთში 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, აქედან კი ფეხბურთელებმა 2 გააცუდეს.

პირველი პენალტი "სევილიას" კარში მე-13 წუთზე დაინიშნა, რომელიც კარიმ ადეიემიმ გააფუჭა, ამის შემდეგ კი 21-ე წუთზე ისევ სევილიელების კარში ამჯერად თერთმეტმეტრიანი გოლად გარდასახა ლუკა სუჩიჩმა, რომელმაც 37-ე წუთზე მეორე პენალტის დარტყმის საშუალებაც მიიღო და გააფუჭა. ჯამში "სევილიას" კარში 3 პენალტის დანიშვნის შემდეგ "ზალცბურგის" კარის მიმართულებითაც დაიდო 1 თერთმეტმეტრიანი, რომელიც გაოცდილმა ხორვატმა, რაკიტიჩმა, გაიტანა.

შეგახსენებთ, პირველი ტაიმი ფრედ, 1-1, დასრულდა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი