იტალიური მედია: "სპალეტი ხვიჩას ენდობა, ქართველი იუვენტუსთან ძირითადში იქნება" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "სპალეტი ხვიჩას ენდობა, ქართველი იუვენტუსთან ძირითადში იქნება"

იტალიური მედია: "სპალეტი ხვიჩას ენდობა, ქართველი იუვენტუსთან ძირითადში იქნება"
11-01-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ყველაფერს აკეთებს, რათა ხვიჩა კვარაცხელიამ ფიზიკური კონდიციები აღიდგინოს და ძველ ფორმას დაუბრუნდეს, ამიტომ ქართველი "იუვენტუსტან" მატჩს ძირითადი შემადგენობიდან დაიწყებს.

"ნაპოლი-იუვენტუსი სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩია, რომელიც „სტადიო დიეგო მარადონაზე 13 იანვარს გაიმართება. ლიდერი მეორეადგილოსანის წინააღმდეგ ითამაშებს. ეს იქნება სპალეტისა და ალეგრის დაპირისპირება. იუვემ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რომ განაგრძოს, უნდა მოიგოს, ხოლო ნაპოლის ფრეც აძლევს ხელს, რომ კონკურენტთან 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნოს.

მთელი კვირა სპალეტი ბიანკონერისთან მატჩისთვის ემზადება. ის მომავალი დაპირისპირებისთვის მოთამაშეთა ფიზიკურ კონდიციებსაც ითვალისწინებს. ასევე, მატჩამდე უნდა შეფასდეს კიმის მდგომარეობა – სამხრეთკორეელი მცველი სამპდორიასთან პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მატჩამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელიაა."
– წერს napolipiu.

ქართველის მდგომარეობაზე Il Mattino -ც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო.

"ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო, მაგრამ აშკარაა ის ფაქტი, რომ სპალეტი არ აპირებს თავის ჯოკერთან განშორებას. ის ამხნევებს მას თბილი სიტყვებით და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს, სავარაუდოდ, ასე იქნება იუვენტუსთანაც."

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი