ვეგჰორსტი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ » სპორტის ხაზი

ვეგჰორსტი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ

ვეგჰორსტი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ
11-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ვუდ ვერგჰორსტი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ და პირადი დეტალებიც გაარკვიეს. 30 წლის შემტევს "წითელ ეშმაკებში" სურს გადასვლა.

ყველაფერი "ბეშიქთაშზეა" დამოკიდებული. თურქულ კლუბში ვერგჰორსტი იჯარითაა. მისი მფლობელი "ბარნლია." თუ "ბეშიქთაში" ჰოლანდიელის შემცვლელს მოიძიებს, ტრანსფერს ხელს ვეღარაფერი შეუშლის. აღნიშნული საქმიდან თურქული გუნდი 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ვერგჰორსტი "ბეშიქთაშის" რიგებში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. მის ანგარიშზე 18 მატჩში 9 გოლია. მან თავი კატარის მსოფლიო ჩემპიოანტზე გამოიჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არგენტინას 0-2-ზე დუბლი შეუსრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი