ბატისტუტა: "ნაპოლი საკუთარ თავში დარწმუნებულია" » სპორტის ხაზი

ბატისტუტა: "ნაპოლი საკუთარ თავში დარწმუნებულია"

ბატისტუტა: "ნაპოლი საკუთარ თავში დარწმუნებულია"
11-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, გაბრიელ ბატისტუტამ, რომელიც იტალიის ჩემპიონატიდან "ფიორენტინაში", "რომასა" და "ინტერში" თამაშობდა, სერია A-ს მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ჩემპიონის მოლოდინზე გაამახვილა ყურადრება.

"ვფიქრობ, ნაპოლი ჩემპიონი გახდება. მე მათ ვგულშემატკივრობ, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი ამას იმსახურებენ. შვიდი თუ რვა წელი ცდილობდნენ ტიტულის მოპოვებას. ისინი ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ მაინც არ იყვნენ წარმატებული. ამ სეზონში ვხედავ, რომ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულები არიან. ეს მნიშვნელოვანია" - განაცხადა ბატისტუტამ DAZN-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" იტალიის სატურნირო ცხრილის ლიდერია. "პარტენოპეი" "იუვენტუს" და "მილანს" 7-7 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი