"ნაპოლიმდე" ჯერ საქართველოში - გიორგი კვერნაძე ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს » სპორტის ხაზი

"ნაპოლიმდე" ჯერ საქართველოში - გიორგი კვერნაძე ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს

"ნაპოლიმდე" ჯერ საქართველოში - გიორგი კვერნაძე ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს
10-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

19 წლის გიორგი კვერნაძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ისაუბრა.

"კვერნაძის თაობაზე მოლაპარაკება დადებითად გადაწყდა და დღეს უკვე ვარჯიშს ჩვენთან დაიწყებს. მისი დიდი იმედი გვაქვს და მჯერა, რომ გაცემულ ავანსებს გაამართლებს." – ამბობს ბერიძე პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელს, რომელმაც 2022 წელი „თელავში“ იჯარით ითამაშა, „ნაპოლი" აკვირდება, ბათუმში პროგრესის შემთხვევაში კი შესაძლოა, ტრანსფერის საკითხი დადგეს.

პარტენოპეის რიგებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი