ახალი ენერგიით - საქართველოს ძიუდოისტთა გუნდის წევრებმა 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის მზადება დაიწყეს » სპორტის ხაზი

ახალი ენერგიით - საქართველოს ძიუდოისტთა გუნდის წევრებმა 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის მზადება დაიწყეს

ახალი ენერგიით - საქართველოს ძიუდოისტთა გუნდის წევრებმა 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის მზადება დაიწყეს
10-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ მიტერსილში იმყოფება, სადაც თვის ბოლომდე ერთობლივი საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება გაიმართება.

მიტერსილის შეკრებაზე, ქართველი ძიუდოისტების გარდა, უკრაინის, კოსოვოს, ესპანეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, ბელგიის, უზბეკეთისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები ივარჯიშებენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი შეჯიბრი, სადაც საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები იჭიდავებენ, პორტუგალიის გრან პრის გათამაშება იქნება, რომელიც 27-დან 29 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. ქართველი ძიუდოისტები შემდეგ საფრანგეთში ჩავლენ, სადაც 4-5 თებერვალს პარიზი გრანდ სლემის გათამაშებას უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.