გამოფხიზლების დროა? - დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ სეზონის ბოლოს დატოვებს » სპორტის ხაზი

გამოფხიზლების დროა? - დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ სეზონის ბოლოს დატოვებს

გამოფხიზლების დროა? - დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ სეზონის ბოლოს დატოვებს
10-01-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

|ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მადრიდული კლუბიდან წასვლას 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბის გენერალურ დირექტორს უკვე აცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.

გეტყვით იმასაც, რომ დიეგო სიმეონე ესპანურ კლუბს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. არგენტინელმა მწვრთნელმა გუნდს ორჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი, მოიპოვა ესპანეთის თასი და სუპერთასი, უეფა-ს სუპერთასი, ევროპის ლიგა. სიმეონემ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა.

2022/23 ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" 27 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი