"ხვიჩას ვარჯიშზე უარი არასდროს უთქვამს, ეს მისი დნმ-ია" | Il Mattino » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ვარჯიშზე უარი არასდროს უთქვამს, ეს მისი დნმ-ია" | Il Mattino

"ხვიჩას ვარჯიშზე უარი არასდროს უთქვამს, ეს მისი დნმ-ია" | Il Mattino
11-01-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ყველა კარგად ვხედავთ იმ იტალიური პრესის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკას ბოლო პერიოდში საკმაოდ მოუმატეს.

მიუხედავად ამისა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ქართველ ფეხბურთელს მძიმე პერიოდში ამხნევებენ და მასზე დადებით კონტექსტში წერენ.

სწორედ ასე, რამდენიმე საათის წინ, იტალიურმა Il Mattino-მ ქართველ ფეხბურთელზე დაწერა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშზე უარი წამითაც კი არ უთქვამს, რადგან ეს მისი დნმ-ის ნაწილია:

"ფაქტია, ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება არ იყო ისეთი, როგორც ყველა მოელოდა. პირიქით, ბოლო ორმა გასვლითმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ქართველი თავისი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არის. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას, თავისი უმთავრესი ჯოკრის საჯაროდ გაკრიტიკებას არ აპირებს. იტალიელი სპეციალისტი განაგრძობს ხვიჩას მიმართ თაფლიანი სიტყვების წარმოთქმას, განებივრებას, რათა ქართველმა თავისი თავი იუვენტუსთან გამოავლინოს."

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელობა ნაპოლის წარმატებაში განუსაზღვრელია, რადგან ის განსაკუთრებულ უნარებს ფლობს. მაშინ, როდესაც ხვიჩას ფეხები ხვიჩასვე ემორჩილებიან, მას შეუძლია, რომ წარმოუდგენელი ბუნებრიობით ჩამოიშოროს მცველები და მეტოქეს ხიფათი შეუქმნას. თუმცა, ჯერ ისევ მოცდა მოგვიწევს, ალბათ, სულ ცოტა ხნით, რადგან ქართველს ვარჯიში არასდროს შეუწყვიტავს, ეს მისი დნმ-ის ნაწილია. ხვიჩა კვარაცხელიამ არც კი იცის თუ რას ნიშნავს დასვენება, ახლა მისთვის მთავარია, რომ ოქროს კონდიციები დაიბრუნოს."

"ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორთან დაკავშირებით, ნაპოლის ეჭვები სულაც არ გააჩნია. თუნდაც ის ფაქტი, რომ სამპდორიასთან ქართველის თამაში შედარებით უკეთესი იყო მის წინა შეხვედრაზე, ეს დამაიმედებელია. ასევე, იმედიანად განგაწყობს ისიც, რომ კვარაცხელიას სიკაშკაშე თავის დამაბრმავებელ ეფექტს ნელ-ნელა იბრუნებს. ქართველი ფეხბურთელი მცდელობებს არ აკლებს, დრიბლინგით ცდილობს მეტოქის ჩამოშორებას და საჯარიმოში ტანკის სიძლიერით შესვლას. მისთვის უბრალოდ დროა საჭირო და ყველაფერი მწყობრში ჩადგება. ყველასთვის იოლად გასაგებია, რომ ძველ კვარასთან ერთად ნაპოლი სულ სხვა გუნდია."
- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი