სრული სიგიჟე | 26 წელი ციხეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო! » სპორტის ხაზი

სრული სიგიჟე | 26 წელი ციხეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო!

სრული სიგიჟე | 26 წელი ციხეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო!
10-01-2023, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს, მიზეზი კი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობაა, რომელიც ამავე ქვეყნის პოლიციას მიეწერება.

საგულისხმოა, რომ ირანელი ხალხის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, ქვეყნის სასამართლომ ირანელი ფეხბურთელი, ამირ რეზა ნასრ აზადანი ციხეში 26 წლით გაუშვა.

როგორც სააგენტო EFE წერს, ირანის სასამართლო აზადანს 3 პოლიციელის მკვლელობას, არალეგალურ ჯგუფებში გაწევრიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას ედავება. საბოლოოდ, სასამართლომ ირანელ ფეხბურთელს 26 წელი მიუსაჯა, თუმცა იმის ფონზე, რომ აზადანი ყველა ბრალდებას ერთდროულად მოიხდის, ის ციხეში 10 წლით ნაკლები ვადით ჩაჯდება.

სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ დაიწერა ისიც, რომ აზადანს სიკვდილით დასჯაც კი მიესაჯა, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე უარყოფილ იქნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი