მარტინეზი: "რონალდუ პატივისცემას იმსახურებს" » სპორტის ხაზი

მარტინეზი: "რონალდუ პატივისცემას იმსახურებს"

მარტინეზი: "რონალდუ პატივისცემას იმსახურებს"
10-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე დღის წინ ახალი მთავარი მწვრთნელი დაენიშნა. ამიერიდან მას რობერტო მარტინეზი გაწვრთნის. სპეციალისტმა დღეს მედიასთან ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუ გამოყო:

"მინდა, ფეხბურთელებს შევხვდე და ყველას დაველაპარაკო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 26 მოთამაშე იყო და კრიშტიანუ ერთ-ერთი მათგანია. იგი ნაკრებში 19 წელია თამაშობს და პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ მასთან ერთად განვიხილავთ თუ როგორ ავაშენოთ უკეთესი გუნდი. მუშაობას ხვალ ვიწყებთ.
ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, გამიხარდება თუ ისინი ჩემ გვერდით იქნებიან.

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრებთან ოფიციალური კონტრაქტი დღეს გააფორმა. 49 წლის სპეციალისტმა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდუ სანტუში ჩაანაცვლა. აქამდე მარტინეზი ბელგიას წვრთნიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი