ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა » სპორტის ხაზი

ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
10-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და კარის დარაჯმა, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მეკარე ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობდა სულ 145 მატჩი მოუგროვდა. აღნიშნული მაჩვენებელი საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩების რეკორდია.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. მირჩევნია, წავიდე მწვერვალზე ყოფნისას, ვიდრე ტემპის დაგდებას დაველოდო. ასევე, არის ოჯახიც, ვგრძნობ, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად მეტი დროის გატარება მჭირდება” – განაცხადა ლორისმა L’Equipe-თან ინტერვიუში.

ლორისმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2022 წელს კი მუნდიალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფრანგი კარის დარაჯი აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი და ერთა ლიგის გამარჯვებულიცაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი