ცნობილია, რა შეფასება მიიღო ლოჩოშვილმა "ვერონას" წინააღმდეგ მატჩში » სპორტის ხაზი

ცნობილია, რა შეფასება მიიღო ლოჩოშვილმა "ვერონას" წინააღმდეგ მატჩში

ცნობილია, რა შეფასება მიიღო ლოჩოშვილმა "ვერონას" წინააღმდეგ მატჩში
9-01-2023, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

დღეს იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში "კრემონეზე" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. მასიმილიანო ალვინის მიერ გაწვრთნილი კლუბი კვლავ მოგების გარეშეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე 82 წუთის მანძილზე ითამაშა. მან Sofascore-სგან 6.2 ქულა მიიღო. ლუკამ აღნიშნულ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, პასების სიზუსტის მაჩვენებელი 60.9% ჰქონდა. სამწუხაროდ ქართველის იტალიურ კარიერაში "ვერონასთან" შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო.

"კრემონეზე" მომდევნო ტურში შინ "მონცას" მიიღებს, რომელიც ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი