რობი კინი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ხდება? » სპორტის ხაზი

რობი კინი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ხდება?

რობი კინი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ხდება?
9-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

7 იანვარს, FA Cup-ის შეხვედრაში ერთმანეთს ტოტენჰემი და პორტსმუთი დაუპირისპირდნენ, რომელიც ანტონიო კონტეს გუნდმა 1:0 მოიგო.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამავე შეხვედრას ლივერპულისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რობი კინიც დაესწრო, რასაც ლოგიკური მიზეზი გააჩნია.

ინგლისური პრესის მიხედვით, რობი კინი პორტსმუთის მთავარ მწვრთნელად უახლოეს პერიოდში დაინიშნება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ირლანდიელი ამავე გუნდების შეხვედრას დაესწრო.

ცნობისთვის, სამწვრთნელო ასპარეზზე რობის გამოცდილება გააჩნია. იყო დრო, როდესაც კინი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი