ოფიციალურად | პორტუგალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | პორტუგალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ოფიციალურად | პორტუგალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
9-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნეს.

როგორც დაიწერა, ამიერიდან პორტუგალიელებს ბელგიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ჩაიბარებს.

ესპანელი სპეციალსტი ბელგიის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობდა და მისი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს ჩემპიონატზე აღებული მესამე ადგილია.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრები ამავე სიახლეს მთლად დადებითი განწყობით არ შეხვდნენ:

"მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, ეს დიდი ხუმრობაა!"

"ფეხბურთი უფრო და უფრო ფუჭდება"

"საჭირო არ იყო უცხოელი მწვრთნელი მოგვეყვანა, პორტუგალიელებს უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში დაფრინავენ"

"რობერტო მარტინესი კარგი რომ იყოს ბელგიის ნაკრებიდან არავინ გაუშვებდა!"
- წერენ პორტუგალიელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი