“თავი ჩვეულ დონეზე ვერ წარმოაჩინა” - რას წერს მედია კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

“თავი ჩვეულ დონეზე ვერ წარმოაჩინა” - რას წერს მედია კვარაცხელიაზე

“თავი ჩვეულ დონეზე ვერ წარმოაჩინა” - რას წერს მედია კვარაცხელიაზე
9-01-2023, 10:15
Aa Aa
გაზიარება:

“სამპდორიასთან” მატჩის შემდგომ მედიამ ფეხბურთელები შეაფასა. ცხადია, რომ მათ შორის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. “პარტენოპეის” 77-ე ნომერის შეფასებები შემდეგნაირია:

90min.com – 5.5 ქულა: ის კვლავ ეძებს გზებს, რომ პაუზის შემდეგ საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს არის იმ ფეხბურთელისგან, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში იყო.

Tuttomercatoweb – 5 ქულა: „სან სიროზე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, 2023 წელი კვლავ ცუდი დღით გრძელდება. შორს არის იმ სტანდარტებისგან, რომელსაც შეგვაჩვია. დრიბლინგსაც კი ვერ აკეთებდა. საინტერესოა, რამდენად მძიმეა ტრავმისგან გამოწვეული შედეგები?

Corriere Della Sera – 5.5 ქულა: „ის აქტიური იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დაარტყა.

Eurosport.it – 5 ქულა: „ჯერ კრიზისი არ არის, მაგრამ საგანგაშო ნიშნები შეინიშნება. „ინტერთან“ საშინელი მატჩის შემდეგ სამწუხაროდ, ქართველმა ჩვეულ დონეზე თავი კიდევ ვერ წარმოაჩინა. ის იყო მოუსვენარი, ზედმეტად ჩაფიქრებული და არც თუ ისე კონცენტრირებული. გაუგებარია, რა პრობლემის წინაშე შეიძლება იყოს“.

Napolike – 5 ქულა: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯერ კრიზისზე ვისაუბროთ, მაგრამ ის თითქოს თავისი თავის აჩრდილია. იმედია, ეს დროებითი პრობლემაა“.

“ნაპოლი” სერია A-ში მომდევნო მატჩს ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი