აბუბაქარი: “ვიცოდი, მესი უკეთესი იყო” » სპორტის ხაზი

აბუბაქარი: “ვიცოდი, მესი უკეთესი იყო”

აბუბაქარი: “ვიცოდი, მესი უკეთესი იყო”
9-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

“ალ ნასირმა” კრიშტიანუ რონალდუს დასარეგისტრირებლად გუნდიდან კამერუნელი შემტევი, ვინსენტ აბუბაქარი გაუშვა.ვინაიდან კლუბი ლეგიონერების ლიმიტში შეზღუდული იყო, პორტუგალიელის საქმეზე ამან პრობლემა შექმნა.

კონტრაქტის გაწყვეტის შემდგომ აბუბაქარმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, კამერუნელი ფეხბურთელი ძალიან ნაწყენია.

“ყოველთვის მეგონა, რომ მესი რონალდუზე უკეთესი იყო და რონალდუსთან ერთად პირველი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ მართალი ვიყავი” - განაცხადა აბუბაქარმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანაზღაურების სახით კი ერთ სეზონში 200 მილიონ დოლარს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი