VIDEO: მოიპოვა და გაიტანა - ხვიჩას კონკურენტმა პენალტი ზუსტად გამოიყენა » სპორტის ხაზი

VIDEO: მოიპოვა და გაიტანა - ხვიჩას კონკურენტმა პენალტი ზუსტად გამოიყენა

VIDEO: მოიპოვა და გაიტანა  - ხვიჩას კონკურენტმა პენალტი ზუსტად გამოიყენა
8-01-2023, 22:53
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა, სადაც 'სამპდორია' 'ნაპოლის' მასპინძლობს.

მატჩი პარტენოპეიმ აქტიურად დაიწყო, რასაც მე-5 წუთზე 'სამპდორიას' კარში დანიშნული პენალტი მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ბევრის გასაკვირად პენალტი პოლიტანომ დაარტყმა, რომელმაც ეს შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა.

ამ მომენტის შემდეგ, 'ნაპოლი' ისევ აგრძელებდა შეტევებს. მატჩის მე-19 წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა ფორვარდის შესაფერისად ითამაშა და გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ისევ აქტიურად შეუტიეს, რასაც 'სამპდორიას' კარში კიდევ ერთი პენალტი მოჰყვა. პენალტი ამჯერად ელმასმა შეასრულა, რომელმაც მეკარეს აუღებელი ბურთი დაურტყა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი