'ნაპოლიმ' მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'სამპდორიას' წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

'ნაპოლიმ' მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'სამპდორიას' წინააღმდეგ?

'ნაპოლიმ' მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'სამპდორიას' წინააღმდეგ?
8-01-2023, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა, სადაც 'სამპდორია' 'ნაპოლის' მასპინძლობს.

მატჩი პარტენოპეიმ აქტიურად დაიწყო, რასაც მე-5 წუთზე 'სამპდორიას' კარში დანიშნული პენალტი მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ბევრის გასაკვირად პენალტი პოლიტანომ დაარტყმა, რომელმაც ეს შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა.

ამ მომენტის შემდეგ, 'ნაპოლი' ისევ აგრძელებდა შეტევებს. მატჩის მე-19 წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა ფორვარდის შესაფერისად ითამაშა და გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ, რასაც 82-ე წუთზე ელიფ ელმასის მოპოვებული მეორე თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი ამჯერად თვითონ მაკედონელმა შეასრულა, რომელმაც მეკარეს აუღებელი დაურტყა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს, რომელიც Sofascore-მა მატჩის შემდეგ, 6.3 სარეიტინგო ქულით შეაფასა.

'ნაპოლიმ' მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ 'სამპდორიას' წინააღმდეგ?

sofascore-მა ნაპოლის ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი