ამ წუთებში მიმდინარეობს სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა, სადაც 'სამპდორია' 'ნაპოლის' მასპინძლობს.
მატჩი პარტენოპეიმ აქტიურად დაიწყო, რასაც მე-5 წუთზე 'სამპდორიას' კარში დანიშნული პენალტი მოყვა.
აღსანიშნავია, რომ ბევრის გასაკვირად პენალტი პოლიტანომ დაარტყმა, რომელმაც ეს შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა.
ამ მომენტის შემდეგ, 'ნაპოლი' ისევ აგრძელებდა შეტევებს. მატჩის მე-19 წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა ფორვარდის შესაფერისად ითამაშა და გუნდი დააწინაურა.
გოლიდან რამდენიმე წუთში კი ვიქტორი ოსიმენმა მეტოქეს წითელი ბარათი აკიდა და 'სამპდორია' 10 კაცით დატოვა.
იხილეთ ვიდეო: