Calcionapoli კვარაცხელიას მიღწევებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

Calcionapoli კვარაცხელიას მიღწევებზე საუბრობს

Calcionapoli კვარაცხელიას მიღწევებზე საუბრობს
8-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

Calcionapoli-მ დღევანდელი მატჩის წინხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო მიღწევებზე ისაუბრა და ქართველის მონაგარზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სადებიუტო სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი და ბოლო 60 წლის განმავლობაში მარეკ ჰამშიკის (9 გოლი 2007/08 წლების სეზონში) შემდეგ ის გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც პირველივე სეზონში ხუთზე მეტი გოლი გაიტანა. ზოგადად, ისტორიაში კი მას მხოლოდ 4 მოთამაშე უსწრებს. მარეკ ჰამშიკი, ფერუჩიო სანტამარია (7 გოლი 1946/47 წლების სეზონში), კარლო ბუსკალია (10 გოლი 1929/30 წლების სეზონში) და ატილა სალუსტრო (13 გოლი 1929/30 წლების სეზონში). შესაბამისად, კვარაცხელიას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენოს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში, სამი მოთამაშიდან, ვინც ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, ორი „ნაპოლის“ ფეხბურთელია: ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. ნიგერიელ ფორვარდს 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ქართველის ანგარიშზე კი 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. მათ გვერდით მესამე ფეხბურთელი რაფაელ ლეაოა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი