"წარმატებები და წინსვლა" | ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოდან წავიდა » სპორტის ხაზი

"წარმატებები და წინსვლა" | ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოდან წავიდა

"წარმატებები და წინსვლა" | ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოდან წავიდა
9-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა, რის შესახებაც ქართველმა ფეხბურთელმა თავადვე გვამცნო:

"მადლობა ქუთაისს და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და დაფასებითვის. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან შემაყვარა თავი ამ ქალაქმა! წარმატებები და წინ სვლა. grazie a Kutaisi per questo tempo passato." - დაწერა სოციალურ ქსელში მჭედლიძემ.

ცნობისთვის, ლევანს ეროვნულ ლიგაში ქუთაისური კლუბის მაისურით 26 მატჩი მოუგროვდა, რომლის განმავლობაშიც მან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად აპირებს, ან აპირებს თუ არა სადმე კარიერის გაგრძელებას 32 წლის ფეხბურთელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი