გიორგი კუცია ლატვიურ კლუბში იასპარეზებს » სპორტის ხაზი

გიორგი კუცია ლატვიურ კლუბში იასპარეზებს

გიორგი კუცია ლატვიურ კლუბში იასპარეზებს
8-01-2023, 14:26
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი კუცია კარიერას “ლიეპაიაში” გააგრძელებს. 23 წლის ნახევარმცველი ლატვიურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

​გიორგი კუცია თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ძირითადი გუნდის 118 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

“დინამოს” გარდა, გიორგი კუცია იჯარით 2019 წლის სეზონის განმავლობაში გორის “დილას” ღირსებას იცავდა, ხოლო 2022 წლის ნახევარი სეზონი ჩრ. მაკედონიურ “რაბოტნიჩკიში” გაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი