ბორდო თასს დაემშვიდობა | რა შეფასება დაუწერეს ზურიკო დავითაშვილს? » სპორტის ხაზი

ბორდო თასს დაემშვიდობა | რა შეფასება დაუწერეს ზურიკო დავითაშვილს?

ბორდო თასს დაემშვიდობა | რა შეფასება დაუწერეს ზურიკო დავითაშვილს?
8-01-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, დღის მიწურულს, 23:45-ზე საფრანგეთის თასის 1/32 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბორდო და რენი დაუპირისპირდნენ.

პირველ ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის კვლავ რენის უპირატესობით წარიმართა, ჟერემი დოკუმ თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო ბორდოს მცველმა, მალკომ ბოკელემ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძელთა შანსები პრაქტიკულად გადაწურა. საბოლოოდ, მეტი გოლი აღარ გასულა და რენი თასის 1/16 ფინალში გავიდა - 1:2.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის ბორდოს სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 75 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ქართველ ფეხბურთელს ერთი მშვენიერი შანსი მიეცა, რათა რენისთვის გოლი გაეტანა, თუმცა უმაღლესლიგელებმა ქართველის დარტყმა ერთობლივად, მცველებისა და მეკარის ძალისხმევით მოიგერიეს და იმ ეპიზოდში გადარჩნენ.

საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელის თამაში უცხოურმა Sofascore-მ 6.6 სარეიტინგო ქულით შეაფასა, რაც ბორდოს ფეხბურთელთა მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, ნორმალური მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი და მისი კლუბი მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, შიდა ჩემპიონატში კაენის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი