"შეხედეთ ამ მოწყენილ სახეს" | იტალიური პრესა კვარას რეგრესს 3 მიზეზით ხსნის » სპორტის ხაზი

"შეხედეთ ამ მოწყენილ სახეს" | იტალიური პრესა კვარას რეგრესს 3 მიზეზით ხსნის

"შეხედეთ ამ მოწყენილ სახეს" | იტალიური პრესა კვარას რეგრესს 3 მიზეზით ხსნის
8-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია თავის თავს არ ჰგავს. ცხადია, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ყველაზე დიდი პრობლემა ინგლისში, ლივერპულის წინააღმდეგ მიღებული ტრავმაა, თუმცა იტალიური პრესა კიდევ 2 ძირითად მიზეზს ასახელებს, თუ რატომ შეიმჩნევა ხვიჩას შედარებითი რეგრესი:

"ხვიჩა კვარაცხელიას რეგრესზე სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმოქმედა: მანქანის ქურდობა, ტრავმა და მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა. პირველი მათგანი, შესაძლოა ქართველ ფეხბურთელს პიროვნულად შეეხო, რის გამოც კვარაცხელია გაღიზიანდა. ასევე, მიღებული ტრავმა, ცხადია, ხვიჩას ნაკლებად დაეხმარა. სან სიროზე ნაჩვენებმა თამაშმა გამოაჩინა, რომ კვარაცხელიას კუთვნილი სიმსუბუქე და აქტიური ძალა აკლდა." - Corriere della Sera.

ასევე, ამავე წყაროს შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელიაზე ცუდად დიდმა პაუზამაც იმოქმედა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბერში გამართვამ გამოიწვია.

ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ფეხბურთელის მსგავსი რეგრესი მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითია. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი დღეს, სამპდორიას წინააღმდეგ 21:00 საათზე ითამაშებენ, ქართველს კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი