VIDEO: "ლევერკუზენი" VS "დორტმუნდი" (3-4) - მიმოხილვა » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

VIDEO: "ლევერკუზენი" VS "დორტმუნდი" (3-4) - მიმოხილვა

VIDEO: "ლევერკუზენი" VS "დორტმუნდი" (3-4) - მიმოხილვა
11-09-2021, 20:24
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგის მე-4 ტურში ლევერკუზენის "ბაიერმა" "ბაიარენაზე" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო, ტრადიციულად ამ გუნდების შეხვედრაში გოლების წვიმა მოდის ხოლმე და არც დღეს არ დააყოვნა.

"ბორუსიამ" მატჩი დრამატულ ბრძოლაში 3-4 მოიგო და ლევერკუზენიდან 3 ქულა წამოიღო. ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე "ფარმაცევტების" 18 წლის ფეხბურთელმა, ფლორიან ვრიცმა გახსნა,(1-0) შემდეგ კი ნორვეგიელი გოლების მანქანა, ერლინგ ჰალანდი ამუშავდა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა,(1-1) ცოტა ხანში ბელინგემის გოლით "ყვითლები" წინაც გავიდნენ მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა, ტაიმის მიწურულლს კი ჩეხმა ფეხბურთელმა პატრიკ სჩიკმა ლევერკუზენელები წინ გაიყვანა.(2-1)

"ბორუსია" გაშვებულ გოლს ისევ არ შეეპუა და მეორე ტაიმის სტარტზე იულიან ბრანდტმა ანგარიში გაათანაბრა(2-2). ამის შემდეგ კი მუსა დიაბიმაც ტქვა თავისი სიტყვა და პირველი უშედეგო ფეხის აცილების შემდეგ მეორე ცდაზე ბურთი ფეხზე მოიჯინა და გაიტანა. (3-2) "ბორუსია" ისევ ჩამორჩა ანგარიშში, მაგრამ რაფაელ გერეირომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანბრა (3-3). "ყვითლებისთვის" გამარჯვების გოლი ნორვეგიელმა "მონსტრმა" , ჰალანდმა პენალტიდან გაიტანა და საბოლოო აბგარიში დააფიქსირა. (3-4). იხილეთ მატჩის ულამაზესი გოლები 👇

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი