ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან ძირითადში არ იქნება? | Calciomercato » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან ძირითადში არ იქნება? | Calciomercato

ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან ძირითადში არ იქნება? | Calciomercato
8-01-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 21:00 საათზე იტალიის ჩემპიონატის ლიდერი თავის მორიგ შეხვედრას გამართავს. ამჯერად, ნეაპოლელები გენუას ესტუმრებიან და ადგილობრივ სამპდორიას დაუპირისპირდებიან.

თუ მატჩამდე შექმნილ ინტრიგებს გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორია, რომელზეც დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

საქმე ისაა, რომ ხვიჩას ინტერთან მატჩამდეც ჰქონდა ფიზიკური კონდიციების პრობლემები, "ნერაძურისთან" მატჩის განმავლობაში კი ქართველს ფეხებში არაერთხელ მოხვდა, რის ფონზეც, სავარაუდოა, რომ სპალეტიმ კვარა სამპდორიასთან ჩაანაცვლოს.

სწორედ ამაზე მიუთითებს ერთ-ერთი გავლენიანი იტალიური გვერდის, Calciomercato-ს უკანასკნელი ვარაუდები ნაპოლის სასტარტო XI-თან დაკავშირებით, სადაც, სამწუხაროდ ქართველს ვერ ვხვდებით:

ნაპოლი - მერეტი | დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი | ზამბო ანგისა, ლობოტკა, ელმასი | რასპადორი, ოსიმენი, პოლიტანო.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს 5 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი