VIDEO: მიქელთაძემ პენალტი გააფუჭა | ავსტრალიურ-ქართული დერბი მაკარტურმა მოიგო » სპორტის ხაზი

VIDEO: მიქელთაძემ პენალტი გააფუჭა | ავსტრალიურ-ქართული დერბი მაკარტურმა მოიგო

VIDEO: მიქელთაძემ პენალტი გააფუჭა | ავსტრალიურ-ქართული დერბი მაკარტურმა მოიგო
8-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, გამთენიისას, კერძოდ 08:00 საათზე დაიწყო ავსტრალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც მაყურებელმა ქართული დერბი იხილა.

ამ თამაშში ერთმანეთს მაკარტური და ნიუკასლ ჯეტსი უპირისპირდებოდნენ, რომელიც, საბოლოოდ მასპინძელთა სოლიდური გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ მაკარტურს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, დვაით იორკი წვრთნის, რომლის განკარგულებაშიც ქართველი ფეხბურთელი, ბაჩანა არაბული იმყოფება. არაბულმა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა 84 წუთით მიიღო.

რაც შეეხება ნიუკასლ ჯეტსს, აქ როგორც ბექა დარცმელიას (37წთ), ისე ბექა მიქელთაძეს (94წთ) ვხვდებით. ცნობისთვის, მაშინ, როდესაც მაკარტური მინიმალური სხვაობით იგებდა, მიქელთაძეს პენალტიდან გატანის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ქართველმა თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა და გოლის გატანის იდეალური შანსი ხელიდან გაუშვა - იხილეთ ვიდეო.

ამ მოგებით, მაკარტური ავსტრალიის ჩემპიონატის მე-4 ადგილზე 17 ქულით გადავიდა. რაც შეეხება ნიუკასლ ჯეტსს, ისინი მე-9 ადგილს 12 ქულით იკავებენ. ცნობისთვის, ამ თორმეტგუნდიან ჩემპიონატში, საფლეიოფო ზონას პირველი 6 ადგილი ავსებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი