მეცი თასიდან გავარდა | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მიქაუტაძეს? » სპორტის ხაზი

მეცი თასიდან გავარდა | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მიქაუტაძეს?

მეცი თასიდან გავარდა | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მიქაუტაძეს?
7-01-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა საფრანგეთის თასის 1/32 ფინალური დაპირისპირება, სადაც ლიონმა გიორგი მიქაუტაძის მეცს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან იწყებდა, თუმცა მწვრთნელმა მისი მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება ერთი საათის თავზე მიიღო.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ცვლილებებიდან რამდენიმე წუთში მეცმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შეხვედრის ბოლოსკენ გოლი მეორეჯერაც გაუშვა და საბოლოოდ 2:1 დამარცხდა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მისი დღევანდელი სათამაშო ხარისხი Sofascore-მ 6.4 სარეიტინგო ქულით შეაფასა. სამწუხაროდ, გიორგი ერთ-ერთი იყო, ვისაც მეცში ყველაზე დაბალი რეიტინგი ერგო. მიქაუტაძეზე დაბალი შეფასება მხოლოდ მე-11 ნომერმა, არტურ ატამ მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი