დაცვით ასპექტშიც გამორჩეულია - სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია „ჩაჭრებში“ მეორეა » სპორტის ხაზი

დაცვით ასპექტშიც გამორჩეულია - სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია „ჩაჭრებში“ მეორეა

დაცვით ასპექტშიც გამორჩეულია - სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია „ჩაჭრებში“ მეორეა
7-01-2023, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია თავდასხმაში ეფექტური და შედეგიანი თამაშის გარდა, დაცვითი ფუნქციების შესრულებითაც გამოირჩევა. 'ნაპოლის' თავკაცი ქართველს არასწორი დაცვითი თამაშის გამო ხშირ შემთხვევაში საყვედურობდა, თუმცა Opta Italia-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ყველაფერი ნათლად ჩანს.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი დაცვითი ფუნქციების შესრულებაში არათუ მოიკოჭლებს არამედ, ამ მაჩვენებლით, სერია A-ს თავდამსხმელებში საუკეთესოთა შორისაა.

"სეზონის მეორე ნაწილისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ხელში კიდევ ერთი იარაღია. Opta Italia-ს ცნობით, ნაპოლის შემტევი იტალიის ჩემპიონატის თავდამსხმელებს შორის, შეტევაში ჩაჭრილი გადაცემების მიხედვით, მეორე-მესამე ადგილზეა. ეს მიუთითებს, რომ ნაპოლის ქართველის შემტევი პრესინგის დროს შესანიშნავად გამოიყურება. მიმდინარე სეზონში მას 12 ჩაჭრა დაუგროვდა. თავდამსხმელებში მასზე უკეთესი მხოლოდ ლაუტარო მარტინესია" – წერს ilmattino.

ამ სიაში პირველ ადგილს 'ინტერის' ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი იკავებს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 14 გადაცემა ჩაჭრა, ხოლო კვარაცხელიამ და 'მონცას' ფეხბურთელმა, ჯან-ლუკა კაპრარმა (12-12)

დაცვით ასპექტშიც გამორჩეულია - სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია „ჩაჭრებში“ მეორეა

Opta Italia-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი