ტოჩინოშინი ხვალ კარიერაში მეასე ბაშოს დაიწყებს » სპორტის ხაზი

ტოჩინოშინი ხვალ კარიერაში მეასე ბაშოს დაიწყებს

ტოჩინოშინი ხვალ კარიერაში მეასე ბაშოს დაიწყებს
7-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ხვალ იანვრის სულერ ტურნირში ჩაერთვება. ჰაცუ ბაშო ქართველი მებრძოლისთვის კარიერაში მეასე იქნება. აქედან 80 ლევანს მაკუუჩიში ანუ უმაღლეს დივიზიონში აქვს ჩატარებული.

აღნიშნული მიღწევით გორგაძე არის პირველი ევროპელი სეკიტორი, ვისაც კარიერაში 100 ბაშო მოუგროვდება. რაც შეეხება მოქმედ რიკიშთა შორის, ამ მხრივ ასზე მეტი ტურნირი მხოლოდ ოთხ მებრძოლს აქვს- ტამავაში, სადანოუმი, ტაკაიასუ, ოკინოუმი.

ამ წუთისთვის ტოჩინოშინი მეთერთმეტე მაეგაშირას რანგზეა. ბაშოს პირველ დღეს იგი ბანძუკეში თავის ვიზავის, მეთერთმეტე მაეგაშირა ჩიოშომას შეებრძოლება, ხოლო მეორე დღეს მეათე მაეგაშირა ჰირადოუმის.

2023 წლის პირველი ბაშო ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში ჩატარდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი