ხვიჩა ფეხების სიმძიმის გამო სამპდორიასთან სკამიდან დაიწყებს? | dello Sport » სპორტის ხაზი

ხვიჩა ფეხების სიმძიმის გამო სამპდორიასთან სკამიდან დაიწყებს? | dello Sport

ხვიჩა ფეხების სიმძიმის გამო სამპდორიასთან სკამიდან დაიწყებს? | dello Sport
7-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ამ წლის მორიგ შეხვედრას ხვალ, იტალიის ჩემპიონატში, კერძოდ გენუაში, სამპდორიას წინააღმდეგ ლუიჯი ფერარის სტადიონზე გამართავს.

გემახსოვრებათ, რომ სერია A-ს წინა ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ინტერთან ფეხებში ძალიან ბევრი მოხვდა, რასაც, სხვათაშორის თავად იტალიელებიც გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელებს მსაჯები მეტად უნდა გაუფრთხილდნენ.

თუმცა, იტალიური პრესის ასეთი შეგონებები, შესაძლოა, რომ ცოტა დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. სულ რამდენიმე საათის წინ, dello Sport-ის მიხედვით ვიგებთ, რომ არსებობს შანსი, რომლის მიხედვითაც ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიას სამპდორიასთან თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინებს:

"კვარაცხელია ინტერთან მიღებული დარტყმების შემდეგ, საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ჯერ არ იმყოფება. სწორედ ამიტომ, ქართველისთვის, შეიძლება განსხვავებული ვითარება შეიქმნას: მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება, მინდორზე ბოლო 30 წუთში გამოჩენა და ჩვეული არაპროგნოზირებადობით მეტოქის მცველებისთვის თავგზის არევა."
- წერს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი