რატომ ვერ ცხოვრობენ კრიშტიანუ და ჯორჯინა საუდის არაბეთში ერთად » სპორტის ხაზი

რატომ ვერ ცხოვრობენ კრიშტიანუ და ჯორჯინა საუდის არაბეთში ერთად

რატომ ვერ ცხოვრობენ კრიშტიანუ და ჯორჯინა საუდის არაბეთში ერთად
8-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ “ალ ნასირს” შეუერთდა. იგი უკვე საუდის არაბეთში ცხოვრობს და ოჯახის წევრებიც იქ იმყოფებიან.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი მეგავარსკვლავი ფინანსურად ძალიან დიდ ხეირს ნახავს, შეიძლება მას პირად ცხოვრებაში შეექმნას პრობლემები. კერძოდ, საუდის არაბეთის ამჟამინდელი კანონმდებლობა რონალდუსა და მისი მეგობარი გოგონას, ჯორჯინა როდრიგესის ერთად ცხოვრებას კრძალავს.

საქმე ისაა, რომ რონალდუ და როდრიგესი დაქორწინებულნი არ არიან, ხოლო სხვა შემთხვევაში არაბეთში კაცისა და ქალის თანაცხოვრება კანონით ისჯება.

არსებობს შანსი იმისა, რომ არაბეთის ხელისუფლება რონალდუს შემთხვევაზე თვალს დახუჭავს. ამას ემატება ისიც, რომ ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულება ამ საკითხზე ემიგრანტების შემთხვევაში შეარბილა და ნაკლებად აკონტროლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი