80 მილიონი ხვიჩას სანაცვლოდ - ესპანური გუნდი ქართველისთვის ბრძოლას იწყებს » სპორტის ხაზი

80 მილიონი ხვიჩას სანაცვლოდ - ესპანური გუნდი ქართველისთვის ბრძოლას იწყებს

80 მილიონი ხვიჩას სანაცვლოდ - ესპანური გუნდი ქართველისთვის ბრძოლას იწყებს
6-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ერთ-ერთი სპორტული გამოცემა fichajes.net - ი ირწმუნება ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის 'რეალი' აკვირდება, მეტიც ესპანური გუნდი მზად არის 21 წლის შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტზე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რის შედეგადაც სულ რაღაც 21 წლის ასაკში ის ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული გუნდის ინტერესი გამოიწვია, მათ შორისაა მადრიდის რეალი. რომელიც გარკვეული პერიოდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავდამსხმელის განვითარებას.

კვარაცხელიათი კარლო ანჩელოტის გუნდი იმდენადაა დაინტერესებული, რომ სურს საკმარისად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს, რათა კვარა მომავალ სეზონში სანტიაგო ბერნაბეუს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდეს, ნაპოლი კი საუკეთესო ფეხბურთელს გაუშვებს, თუ დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებს.

კვარაცხელიას ნაპოლისთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სხვა დაინტერესებულ გუნდებსაც ზაფხულში მოუწევთ ჯიბეებში ხელის ჩაყოფა თუ სურთ გადაიბირონ კვარაცხელია, რომელიც საქართველოში თამაშიდან სულ რაღაც ორ წელიწადში შეიძლება სანტიაგო ბერნაბეუზე მოხვდეს."
- წერს fichajes.net

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩას კვარაცხელიას საყვარელი კლუბი სწორედ მადრიდის 'რეალია' , თუმცა მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორის თამაშის ფონზე ღირს თუ არა ხვიჩას ესპანეთში გადასვლა ეგ ცალკე საკითხია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ქართველს სამეფო კლუბში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.