რამოსის დებიუტი ისევ გადაიდო - ესპანელი 2 მატჩის შემდეგ დაიწყებს » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

რამოსის დებიუტი ისევ გადაიდო - ესპანელი 2 მატჩის შემდეგ დაიწყებს

რამოსის დებიუტი ისევ გადაიდო - ესპანელი 2 მატჩის შემდეგ დაიწყებს
10-09-2021, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

პარიზულ კლუბში ესპანელი მცველის დებიუტი კვლავ გადაიდო, მიზეზად კი ტრავმის მოუშუშებლობა სახელდება. მას მუხლის ტრავმა აწუხებს, რომელიც ჯერ კიდევ "რეალაში" თამაშის დროს მიიღო, როგორც ჩანს სერხიოს რებილიტაციის დრო ძალიან იწელება.

წესით რამოსს სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა ეტამაშა, 11 სექტემბერს, როდესაც ლიგა 1-ში "პსჟ" "კლერმონს" დაუპირისპირდებოდა. 35 წლის მცველი ამ შეხვედრას გამოტოვებს და ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩსაც, რომელშიც "პსჟ" "ბრიუგეს" დაუპირისპირდება.

ასევე უცნობია შეეძლება თუ არა თამაში რამოსს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში, 19 სექტემბერს "პსჟ" "პარკ დე ფრანსზე" "ლიონს" მიიღებს. შეგახსენებთ, სერხიო რამოსი პარიზელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ანუ სრულიად უფასოდ.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი