Corriere dello Sport : 'ამ მიზეზის გამო კვარაცხელიამ ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა' » სპორტის ხაზი

Corriere dello Sport : 'ამ მიზეზის გამო კვარაცხელიამ ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა'

Corriere dello Sport : 'ამ მიზეზის გამო კვარაცხელიამ ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა'
5-01-2023, 20:07
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 'ინტერთან' გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად რთული გამოდგა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომლის წინააღმდეგ თამაში ხშირად ირღვეოდა.

ბევრი იწერეობა ნერაძურის ტაქტიკაზე და გეგმაზე ქართველის შესაჩერებლად, თუმცა ალბათ არავინ წარმოიდგენდა, რომ ინძაგის ბიჭები ასეთ სახიფათო ხერხს მიმართავდნენ. "ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს, მას სულ ურტყამდნენ" - დაწერა მატჩის შემდეგ, ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ 21 წლის შემტევი სერიოზულ ტრამვას გადაურჩა, თუმცა როგორც Corriere dello Sport - ი ციტირებს, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ხვიჩა თავს კარგად არ გრძნობდა და ამ მიზეზით მან 'ნაპოლის' დღევანდელი სავარჯიშო სესიაც კი გამოტოვა.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ დისკომფორტი იგრძნო, ამიტომ მან ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში გუნდთან ერთად გამოტოვა. დასვენების საშუალება ფეხბურთელს მწვრთნელმაც მისცა, რადგან ხვიჩა გუნდს სჭირდება და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია."

Corriere dello Sport : 'ამ მიზეზის გამო კვარაცხელიამ ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა'

აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport - ი ავრცელებს


შეგახსენებთ იმასაც, რომ მომდევნო შეხვედრას პარტენოპეი 8 იანვარს, 'სამპდორიას' წინააღმდეგ გამართავს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი