"ამ მატჩისთვის მენტალურად ფოკუსირებულები ვიყავით" | ანდრე ონანა » სპორტის ხაზი

"ამ მატჩისთვის მენტალურად ფოკუსირებულები ვიყავით" | ანდრე ონანა

"ამ მატჩისთვის მენტალურად ფოკუსირებულები ვიყავით" | ანდრე ონანა
6-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს იტალიის ჩემპიონატი განახლდა და გუნდებმა 2023 წლის სადებიუტო შეხვედრები გამართეს. სწორედ ასე, ინტერმა საკუთარ კედლებში ლუჩანო სპალეტის ნაპოლი მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 ედინ ჯეკოს გოლით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ინტერის კამერუნელი მეკარე, ანდრე ონანა გაჩერდა, რომელმაც მედიის კითხვებს ვრცელი პასუხი გასცა:

"ბოლო წუთებზე მნიშვნელოვანი ბურთი მოვიგერიე, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ კარის მშრალად შენახვა მოვახერხე, ჩემი გუნდით ვამაყობ."

"ჩვენ ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ. ბედნიერი ვიყავი იმ თამაშის დანახვით, რომელსაც ინტერის ფეხბურთელები გატანილი გოლის შემდეგაც აგრძელებდნენ, განსაკუთრებით კი მცველების საოცარი ბლოკები და სისუფთავე მომეწონა, მათ ფანტასტიკურად ითამაშეს."

"ზუსტად ვიცოდით, თუ როგორი მნიშვნელობის შეხვედრა გველოდა წინ, ამიტომ ნაპოლისთვის მენტალურად ბოლომდე ფოკუსირებულად განვეწყვეთ. ვიცოდით, რომ ნაპოლი ხიფათს შექმნიდა და მათი დარტყმების მოგერიება მომიწევდა მატჩის პირველიდან ბოლო წუთებამდე."

"ნაპოლიმ სირთულეები შეგვიქმნა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით, ჩვენ საოცრად ვიმუშავეთ. ინტერმა თავი ბრწყინვალედ დაიცვა და მწვრთნელის დავალებებიც იდეალურად შეასრულა. ჩვენ გოლი არ გავუშვით გუნდისგან, რომელსაც იტალიაში საუკეთესო შეტევა ჰყავს, ეს აღნიშვნას ნამდვილად საჭიროებს."
- თქვა ანდრე ონანამ.

ცნობისთვის, სიმონე ინძაგის გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას სტუმრად, მონცას წინააღმდეგ 7 დეკემბერს, 23:45-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი