ჯერ ეპოქა არ დასრულებულა: რონალდუს შემდეგ რეკორდი მესიმაც დაამხო » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ჯერ ეპოქა არ დასრულებულა: რონალდუს შემდეგ რეკორდი მესიმაც დაამხო

ჯერ ეპოქა არ დასრულებულა: რონალდუს შემდეგ რეკორდი მესიმაც დაამხო
10-09-2021, 10:17
Aa Aa
გაზიარება:

ლეო მესი არგენტინის ნაკრების მაისურით ბოლივიას დაუხვდა ბუენოს-აირესში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ეგიდით.

არგენტინელებმა ბოლივიელები 3-0 დაამარცხეს და კოპა ამერიკის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად მოიგეს, რამაც ემოციები უხვად გამოიწვია.

მესიმ მატჩში ჰეთრიკი შეასრულა და იდეალური მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრაში გატანილი სამი გოლით არგენტინელმა გენიამ დიდი პელეს რეკორდი დაამხო და სამხრეთ ამერიკაში, ნაკრებების საუკეთესო მეგოლე გახდა, 79 გოლით, პელეს კი 77 ჰქონდა.

"შესანიშნავი დღეა. ულამაზეს ადგილზე ვზეიმობთ ამ წარმატებას. აქ ჩემი ოჯახიცაა, რომელმაც პანდემიისას ბევრი პრობლემა და ცუდი ამბავი გადაიტანა. ამ ყველაფერზე ვოცნებობდი და ყველაფერი იდეალურად მოხდა.", - ამბობს მესი მატჩის შემდეგ ემოციურად.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი