'ვიმედოვნებთ, რომ ხვიჩა ამის გაკეთებას გააგრძელებს' - 'ნაპოლის' კაპიტანმა ქართველზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

'ვიმედოვნებთ, რომ ხვიჩა ამის გაკეთებას გააგრძელებს' - 'ნაპოლის' კაპიტანმა ქართველზე ისაუბრა

'ვიმედოვნებთ, რომ ხვიჩა ამის გაკეთებას გააგრძელებს' -  'ნაპოლის' კაპიტანმა ქართველზე ისაუბრა
5-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-16 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას 'ნაპოლი' 'ინტერს' დაუპირისპირდა და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პირველი წაგება იგემა.

ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გაუშვეს, როდესაც ედინ ჯეკომ იდეალური თავური გოლი შემოგვთავაზა და ნერაძური დააწინაურა.

რაც შეეხება ხვიჩას, 21 წლის შემტევმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, სპალეტიმ ქართველი მხოლოდ 76-ე წუთზე გაიყვანა, მის მაგივრად მოედანზე კი ელმაზი შემოვიდა. მოედანზე ყოფნის დროს ხვიჩა ბევრს დარბოდა, ბურთს ხშირად იღებდა, თუმცა მალევე მის ირგვლივ 'ინტერის' ფეხბურთელები ჩნდებოდნენ, რომლებიც ქართველს გასაქანის საშუალებას არ აძლევდნენ. (ეს ხშირ შემთხევაში უხეში ქმედებით ხდებოდა)

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი პარტენოპეის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გააკეთა, რომელმაც ხვიჩას მდგომარეობაზე ორიოდე რამ თქვა:

"ხვიჩა ბრწყინვალე ფეხბურთელია და იმ მძიმე ტრამვის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს. ვიმედოვნებთ, რომ ის ისევ გააკეთებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა"

პირველი მარცხის მიუხედავად 'ნაპოლი' 41 ქულით სერია A-ს ლიდერობს და მეორეადგილოსან 'მილანს' 5 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი