Corriere dello Sport: “კვარაცხელია პირველი საშიშროებაა” » სპორტის ხაზი

Corriere dello Sport: “კვარაცხელია პირველი საშიშროებაა”

Corriere dello Sport: “კვარაცხელია პირველი საშიშროებაა”
5-01-2023, 11:34
Aa Aa
გაზიარება:

2023 წლის პირველი შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან“ ერთად მილანის “ინტერის“ წინააღმდეგ გამართა.

მატჩის წინ Corriere dello Sport-ი “ნაპოლის“ ძალებს განიხილავდა და მათ მთავარ იარაღად სწორედ 21 წლის ქართველს ასახელებდა

“კვარაცხელია ნომერ პირველი საჯარო საშიშროებაა, თუმცა “ნაპოლის“ წინ ვიქტორ ოსიმენიც ჰყავს, რომლის სახიფათოობაც ”ინტერმა“ შარშან იგემა – ნიგერიელმა პენალტი მოიპოვა და გაიტანა, შემდეგ კი ჯეკომ გაათანაბრა.

ქართველი კი სრულიად ახალი მეტოქეა და სეზონის პირველ ნაწილში გამოვლენილი მახასიათებლების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ინძაგიმ კლასიკური გალია უნდა შექმნას სამი ფეხბურთელის მონაწილეობით: “შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა“- წერდა Corriere dello Sport.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი