"ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო" - სიმონე ინძაგის მატჩისშემდგომი კომენტარი » სპორტის ხაზი

"ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო" - სიმონე ინძაგის მატჩისშემდგომი კომენტარი

"ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო" - სიმონე ინძაგის მატჩისშემდგომი კომენტარი
5-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში “ინტერმა” შინ “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით 1-0 დაამარცხა. “პარტენოპეის”კარში ერთადერთი გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა. შეხვედრის შემდგომ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმკნე ინძაგიმ მატჩი შეაფასა:

“ჩემპიონობა? ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, წინ ბევრი მატჩია. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან თვითრწმენა და მომავლის იმედი შეგვმატა. მთავარია, რომ ასე შესანიშნავად განვაგრძოთ.

ჯეკო ძალიან კარგად მუშაობს. მას აქვს ყველა ტექნიკური და ფიზიკური უნარი. იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ჩალჰანოღლუმ კარგად ითამაშა. ლოტოკა ფაქტობრივად ამოკეტა. ბურთის ტრაექტორიებს კარგად აკონტროლებდა. მომდევნო მატჩებში უკეთესები უნდა ვიყოთ, ყველაფერი წინაა.”

“ინტერი” მომდევნო ტურის მატჩს “მონცასთან” 7 იანვარს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი