დარვინი ცნობილი პიცერიის დაცინვის ობიექტი აღმოჩნდა » სპორტის ხაზი

დარვინი ცნობილი პიცერიის დაცინვის ობიექტი აღმოჩნდა

დარვინი ცნობილი პიცერიის დაცინვის ობიექტი აღმოჩნდა
4-01-2023, 20:16
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ რაც “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა, გულშემატკივარმა დარვინ ნუნიესი მკაცრად გააკრიტიკა და ფეხბურთელს დასცინა. ურუგვაელს არამხოლოდ ქომაგებმა, ცნობილმა პიცერიამაც გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც ზაფხულში ინგლისელებმა დარვინი “ბენფიკადან” 85 მილიონ ფუნტად გადმოიბირეს, მის მიმართ დიდი მოლოდინი იყო, თუმცა ურუგვაელი შემტევი ჯერ-ჯერობით ავანსებს ვერ ამართლებს. დარვინს დამაგვირგვინებელ მომენტებში სწორად თამაში უჭირს.

დარვინი ცნობილი პიცერიის დაცინვის ობიექტი აღმოჩნდა


კრიტიკისა და დაცინვის ტალღას ცნობილი სარესტორნო ქსელი Domino’s Pizza-ც აჰყვა, რომლებმაც დარვინს პოსტი მიუძღვნეს:

“ბოდიშს გიხდით თუ, თქვენი შეკვეთა გამოგვრჩა. ამ ბიჭმა ახლახანს დაიწყო ჩვენთან მუშაობა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი