"ხვიჩა მთავარი სიურპრიზი იყო, რაც სპალეტიმ საუკეთესოდ გამოიყენა" | რაჯა ნაინგოლანი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მთავარი სიურპრიზი იყო, რაც სპალეტიმ საუკეთესოდ გამოიყენა" | რაჯა ნაინგოლანი

"ხვიჩა მთავარი სიურპრიზი იყო, რაც სპალეტიმ საუკეთესოდ გამოიყენა" | რაჯა ნაინგოლანი
4-01-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლდება, სადაც ნაპოლი თავის პირველ მატჩს ინტერის წინააღმდეგ 23:45-ზე, სან სიროს კედლებში გამართავს.

ამავე შეხვედრას ეხმაურება მილანის ინტერის ყოფილი ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ნაპოლის თამაშისთვის თვალის მიდევნება ყველასთვის სასიამოვნო საქმეა:

"რა იქნება საკვანძო ინტერისა და ნაპოლის მატჩში? - უპირველეს ყოვლისა, ეს ყველასთვის უცნობი ფაქტორია. ვფიქრობ, დიდი პაუზა ნაპოლისთვის არც თუ სახარბიელო იყო, რადგან გუნდს შესანიშნავი სათამაშო ბალანსი ჰქონდა ნაპოვნი, ახლა კი რამდენად გაიმეორებენ იგივეს სეზონის მეორე ნახევარში, ეს არავინ იცის. მიუხედავად ამისა, ღრმად მწამს, რომ ყველა ენთუზიასტს სიამოვნებდა იმ შოუს ყურება, რომელსაც სპალეტის ბიჭები გვთავაზობდნენ."

"ყველაზე დიდი სიურპრიზი? - ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა. ვფიქრობ, ამ ნიჭიერი ბიჭის ათვისება ლუჩანო სპალეტიმ საუკეთესოდ შეძლო. თუმცა, საბოლოოდ, მაინც გუნდურ წარმატებამდე მივდივართ, რადგან სწორედ გუნდურად გამოსდის ნაპოლის ეფექტურად და ლამაზად თამაში."

"ვისზე იქნება მეტი ზეწოლა? - ფაქტია, ინტერს ფურცელზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაპოლი მოედანზე უკეთესი სიმსუბუქით და სილაღით თამაშობს. რეალურად, ეს 11 ქულიანი ჩამორჩენა საკმაოდ ბევრს იწონის. საერთოდ, ვინ იფიქრებდა, რომ ოსიმენი უკეთესად გამოიჩენდა თავს, ვიდრე რომელუ ლუკაკუ? - ეს რეალობაა. ნიგერიელი არაერთ ასპექტში დაიხვეწა და ნაპოლისთვის დიდი სარგებელი სხვადასხვა კომპონენტში მოაქვს. გარდა ამისა, რასპადორი ახალგაზრდა ინტელექტუალია და იცის, თუ როგორ შეასრულოს მწვრთნელების მითითებები, ხოლო სიმეონე ის ფეხბურთელია, რომლის სათადარიგოთა სკამზე ყოფნას ბევრი ვერც კი ინატრებდა."

"რატომ ვერ მოიგო აქამდე სპალეტიმ ნაპოლისთან ერთად სკუდეტო? - იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, იუვენტუსი ყველაზე და ყველაფერზე დომინირებდა. თუმცა, ახლა, როდესაც ჩემპიონატი დაბალანსებულია, სპალეტი გაბრწყინებას ახერხებს. მჯერა, რომ თუ ნაპოლი ხელახლა მონახავს სათამაშო ბალანსს, ის სკუდეტოს მოიგებს, თანაც დამსახურებულად."
- თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი