"სპალეტიმ ყველაზე მეტად ოსიმენი და კვარაცხელია გაზარდა" | სიმონე ტირიბოკი » სპორტის ხაზი

"სპალეტიმ ყველაზე მეტად ოსიმენი და კვარაცხელია გაზარდა" | სიმონე ტირიბოკი

"სპალეტიმ ყველაზე მეტად ოსიმენი და კვარაცხელია გაზარდა" | სიმონე ტირიბოკი
6-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ტორინოსა და ატალანტას ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჯერად კი DAZN-ის კომენტატორმა, სიმონე ტირიბოკიმ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი Kiss Kiss Napoli-სთან გააკეთა:

"ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია - ორი მთავარი ფეხბურთელი, რომლებმაც ლუჩანო სპალეტისთან ერთად თავი ყველაზე მეტად გამოიჩინეს. სეზონის პირველ ნახევარში ოსიმენი გოლებს ყველა პოზიციიდან იტანდა, ის ძალიან განვითარდა, იმდენად, რომ ახლა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფორვარდში მოიაზრება. მიუხედავად ამისა, სეზონის განახლება ყველასთვის უცნობი ფაქტორია, ამიტომ ვერავის ეცოდინება, თუ რამდენად განგრძობითი იქნება ამავე ფეხბურთელების კარგი სათამაშო ფორმა." - თქვა ტირიბოკიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ზეგ, 8 დეკემბერს სამპდორიას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი