"ეს რუსი ფეხბურთელი გუნდში საუკეთესოა" | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ეს რუსი ფეხბურთელი გუნდში საუკეთესოა" | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

"ეს რუსი ფეხბურთელი გუნდში საუკეთესოა" | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
4-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლდება, სადაც ნაპოლი თავის პირველ მატჩს ინტერის წინააღმდეგ 23:45-ზე, სან სიროს კედლებში გამართავს.

ცხადია, მატჩამდე კომენტარსა და პროგნოზს არაერთი ჟურნალისტი თუ საფეხბურთო ექსპერტი აკეთებს, ეს ის შეხვედრაა, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. სწორედ ასე, აღნიშნულ დაპირისპირებას გამოეხმაურა იტალიელი ჟურნალისტი, ანტონიო კორბო, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ, ხვიჩა კვარაცხელია რუს ფეხბურთელად მოიხსენია:

"მილანში გასამართ შეხვედრაზე პროგნოზების კეთებას არ დავიწყებ, რადგან მირჩევნია, რომ მატჩს ვუყურო და შემდეგ გავაანალიზო. უბრალოდ, ვამბობ, რომ თამაშის პირველი წუთებიდან მის დასასრულამდე ყურადღება გამახვილებული მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე იქნება - ეს ნაპოლის ფორვარდი, ხვიჩა კვარაცხელიაა."

"ეს რუსი ფეხბურთელი, შესაძლებელია, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის იყოს. სკუდეტოს გარკვეული ნაწილი, სწორედ კვარაცხელიაზეა დამოკიდებული. ეს არაერთხელ ვთქვი, ნაპოლიმ აჩვენა, რომ იტალიაში საუკეთესოა, კვარაცხელია კი ნაპოლიშია ყველასგან გამორჩეული. უბრალოდ, ახლა მსურს, რომ შევაფასო, თუ რამდენად კარგია ხვიჩა კვარაცხელია დიდი შესვენების შემდეგ, მას ფრთხილად დავაკვირდები."
- თქვა ანტონიო კორბომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი