ახალი კონტრაქტი მზადაა - რომელ წლამდე დარჩება მესი პარიზულ კლუბში? » სპორტის ხაზი

ახალი კონტრაქტი მზადაა - რომელ წლამდე დარჩება მესი პარიზულ კლუბში?

ახალი კონტრაქტი მზადაა - რომელ წლამდე დარჩება მესი პარიზულ კლუბში?
4-01-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესი ახლოს არის 'პარი სენ-ჟერმენთან' კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, ამის შესახებ ინფორმაციას MARCA ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ერთი სეზონით გააგრძელებს ხელშეკრულებას პარიზულ კლუბთან – 2024 წლის ზაფხულამდე.

35 წლის მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ 'პსჟ'-ს დაუბრუნდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ უკვე ამ კვირას გამოაცხადებენ.

როგორც ესპანური გამოცემა ციტირებს არგენტინელი კონტრაქტს აგრძელებს, რადგან მას ისევ სურს ტოპ-დონეზე თამაშის გაგრძელება და ტიტულების მოგება.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონზე ლიონელ მესიმ შვიდი გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი