ალეგრი: “ამ მომენტისთვის “ნაპოლი” ჩემპიონატის ფავორიტია” » სპორტის ხაზი

ალეგრი: “ამ მომენტისთვის “ნაპოლი” ჩემპიონატის ფავორიტია”

ალეგრი: “ამ მომენტისთვის “ნაპოლი” ჩემპიონატის ფავორიტია”
4-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს დღეს, ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზეს” წინააღმდეგ განაახლებს. შეხვედრის წინ “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ამჟამინდელი სიტუაცია მიმოიხილა:

“ხვალ ისევ რთული მატჩი გველის, რადგან “კრემონეზეს” ბოლო ორ საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია. მეტოქე ბევრ მომენტს ქმნის და ძალიან აგრესიულია.

პარედესი და დი მარია კარგად მუშაობენ, მათი ნაადრევი დაბრუნება საჭირო არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით სიამოვნება უნდა მიეღოთ. პოგბა გუნდს 15-20 დღეში დაუბრუნდება. ვლაჰოვიჩიც გამოჯანმრთელებულია. კიეზა კარგად არის და თამაშისთვის მზადაა.

ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა, ევროპა ლიგისა და იტალიის თასის ფინალში თამაშია. ამ მომენტისთვის “ნაპოლი” სკუდეტოს აშკარა ფავორიტია.”

“ბიანკონერი” სერია A-ში ამჟამად მესამე ადგილს 31 ქულით იკავებს და ლიდერ “ნაპოლის” 10 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.