“ინტერი” - “ნაპოლი” ( სავარაუდო შემადგენლობები- რა უნდა ვიცოდეთ მატჩამდე) » სპორტის ხაზი

“ინტერი” - “ნაპოლი” ( სავარაუდო შემადგენლობები- რა უნდა ვიცოდეთ მატჩამდე)

“ინტერი” - “ნაპოლი” ( სავარაუდო შემადგენლობები- რა უნდა ვიცოდეთ მატჩამდე)
4-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა მსოფლიოს ჩემპიონატისა და საახალწლო შესვენების შემდგომ გულშემატკივარს დღეს დაუბრუნდება. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში 23:45-ზე მილანის “ინტერი” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუხვდება.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

“ინტერი”: ონანა- შკრინიარი, აჩერბი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხიათარიანი, დიმარკო - ლუკაკუ, ჯეკო.

“ნაპოლი”: მერეტი - დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, რუსი - ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

აქვე შეგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას- “პარტენოპეი” სერია ა-ს 41 ქულით ლიდერობს, მას “მილანი” 8 ქულით ჩამორჩება და შესაბამისად 33 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზე კი ტურინის “იუვენტუსია” 31 ქულით. რაც შეეხება “ნერაძურის,” ის და “ლაციო” მეოთხე-მეხუთე ადგილებს 30-30 ქულით ინაწილებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი