'არ მაინტერსებს თუ რას იტყვის ხალხი, აქ ბედნიერი ვარ' - რონალდომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა » სპორტის ხაზი

'არ მაინტერსებს თუ რას იტყვის ხალხი, აქ ბედნიერი ვარ' - რონალდომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

'არ მაინტერსებს თუ რას იტყვის ხალხი, აქ ბედნიერი ვარ' - რონალდომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
3-01-2023, 20:56
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო რამდენიმე საათის წინ არაბულ კლუბში ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ჩემით ბევრი ევროპული, ბრაზილიური, ამერიკული და პორტუგალიური კლუბები ინტერესდებოდნენ. ჩემი შეძენა ბევრმა სცადა, მაგრამ ალ-ნასრს პირობა მივეცი... არ მაინტერესებს, თუ რას იტყვის ხალხი, აქ ბედნიერი ვარ.

'არ მაინტერსებს თუ რას იტყვის ხალხი, აქ ბედნიერი ვარ' - რონალდომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

რონალდო არაბულ კლუბში წელიწადში 240 მილიონს მიიღებს

ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ჩემი ევროპული კარიერა დასრულებულია. ყველაფერი მოვიგე, ვითამაშე მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში და ამით ბედნიერი ვარ."

გეტყვით, რომ 'ალ-ნასრი' 37 წლის ფეხბურთელს რამდენიმე წუთში წარადგენს, ამის შემდეგ კი ფეხბურთელს უკვე ხუთშაბათს 'ალ-ტაის' წინააღმდეგ თამაში შეეძლება. თუ რონალდო ამ შეხვედრისთვის მზად არ იქნება, მაშინ პორტუგალიელის დებიუტი 21 იანვრამდე გადაიდება.

ბოლოს კრიშტიანომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მაროკოს წინააღმდეგ ითამაშა, სადაც პორტუგალია დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

მადრიდის 'რეალის' ყოფილი ცენტრფორვარდი საკლუბო ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც არ გვინახავს, რადგან 'მანჩესტერ იუნაიტედმა' ფეხბურთელს TalkTV-თან მისი ინტერვიუს შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი